The Campus Recorder

2011/06/24

ექსტრემი, ადრენალინი, რისკი

Filed under: წიგნიერება — სალომე ხონელიძე @ 5:38 am

ექსტრემალური სპორტი ყოველთვის დაკავშირებულია განსაკუთრებულ რისკთან, მაღალ სიჩქარესა და სიმაღლესთან, ეფექტურ და სახიფათო ტრიუკებთან, რაც თავისთავად სპორტსმენის სისხლში ადრენალინის გამომუშავებას უწყობს ხელს და შესაბამისად დიდ გამბედაობას მოითხოვს.

ექსტრემალური სპორტის სახეობებია: ალპინიზმი,მოტორბოლა,სნოუბორდინგი,ჯომარდობა,სერფინგი,დაივინგი,პარაშუტით ხტომა და ა.შ.

ექსტრემალური სპორტი ძალიან პოპულარულია მსოფლიოში და საქართველოშიც ყავს მიმდევრები. ქართველები ჩამოთვლილი სახეობებიდან უპირატესობას მოტორბოლას ანიჭებენ.

ჩვენს ქვეყანას უდიდესი პოტენციალი და რესურსი გააჩნია ალპინიზმისა და ჯომარდობის უკეთ განვითარებისათვის. მაგალითად , მესტიაში უკვე გაკეთდა მსოფლიო დონის სათხილამურო ტრასები და წელს გაიმართა კიდეც ექსტრემალური სპორტის კვირეული, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც პროფესიონალმა, ასევე მოყვარულმა სპორტსმენებმა.ამგვარი პროექტები ხელს უწყობს სპორტის ამ სახეობების პოპულარიზაციას საქართველოში.

სწორედ ექსტრემი, ადრენალინი და რისკი ეხმარება ადამიანებს გათავისუფლდნენ უარყოფითი ენერგიისაგან, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები, შიშისა და სხვა ყოველგვარი დაბრკოლების გადალახვით მიაღწიონ მიზანს და მიიღონ უდიდესი სიამოვნება.

მანჩესტერ იუნაიტედი

Filed under: წიგნიერება — სალომე ხონელიძე @ 5:23 am

მანჩესტერ იუნაიტედი არის ინგლისის საფეხბურთო კლუბი,რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუნდია.მას მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონ გულშემატკივარზე მეტი ყავს.

კლუბი დაარსდა 1878 წელს, ის თმაშობს “ოლდ ტრაფორდის” სტადიონზე.

პრემიერლიგის დაარსების1992 წლის შემდეგ მანჩესტერმა 17-ჯერ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონობა,1968წელს კი გახდა პირველი ინგლისური კლუბი,რომელმაც “ევროპის ჩემპიონთა ლიგა” მოიპოვა, დაამარცხა ფინალში ლისაბონის “ბენფიკა” ანგარიშით 4:1. მეორედ ის ამ ტიტულის მფლობელი 1999 წელს გახდა, მესამედ კი 2007-2008 წლების სეზონში.

კლუბს აგრეთვე 11-ჯერ აქვს მოგებული “საფეხბურთო ასოციაციის თასი,” რაც რეკორდული მაჩვენებელია.

წლევანდელ ევრიპის ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა მანჩესტერი, მაგრამ დამარცხდა ბარსელონასთან 3:1 ანგარიშით.

მანჩესტერი მაინც რჩება ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად და კიდევ ბევრ სანახაობას პირდება თავის ერთგულ გულშემატკივრებს.

2011/06/23

ქართული “ოვალური ბურთი”

Filed under: წიგნიერება — სალომე ხონელიძე @ 5:43 pm

საქართველოში რაგბის ჩამოყალიბების თარიღად 1959 წლის 15 ოქტომბერი ითვლება,თუმცა ჩვენში რაგბის წინა ისტორიად შეიძლება ლელო-ბურთი ჩაითვალოს.

ლელო-ბურთი ქრისტიანობის მიერ შეწყნარებული წარმართული თამაშია. დასავლეთ საქართველოში მღვდელი ყოველ აღდგომას აკურთხებდა წითელ ბურთს და მრევლს ათამაშებდა.

1989 წელს კი შეიქმნა საქართველოს პირველი ეროვნული გუნდი “ბორჯღალოსნები”, რომელმაც პირველად საერთაშორისო მატჩი ქუთაისში გამართა. ისინი შეხვდნენ ზიმბაბვეს ნაკრებს და თამაში 16:3 მოიგეს. აქედან მოყოლებული ისინი განაგრძობენ წარმატებულ მოღვაწეობას.

ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო 2001 წელი, როდესაც “ბორჯღალოსნებმა” მოიგეს ევროპის ერთა თასი.

მიუხედავად იმისა,რომ  ეროვნულ ნაკრებს სულ რაღაც 20 წლის ისტორია აქვს,მათ უკვე შეძლეს მსოფლიო რაგბში ღირსეული ადგილის დაკავება. “ბორჯღალოსნების” წარმატებებმა ჩვენს ქვეყანაში რაგბის მიმართ ინტერესი გაამძაფრა და ქართველი ერის უდიდესი სიყვარული დაიმსახურა.

ჩემპიონთა ლიგა-2011

Filed under: წიგნიერება — სალომე ხონელიძე @ 5:30 pm

მე-20 საუკუნის უდიდესი სპორტული მოვლენაა ჩემპიონთა ლიგა,რაც ჩვენში ასოცირდება ფეხბურთთან,საოცრებასთან, სანახაობასთან.

ლიგა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატია.მან გაარღვია კონტინენტური საზღვარი,ევროპის გარდა იგი დანარჩენ მსოფლიოშიც უდიდეს ინტერესს იწვევს.

წლევანდელი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლონდონში “უემბლიზე” გაიმართა,სადაც კატალონიური “ბარსელონა” და ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდა.ფინალი “ბარსელონას”გამარჯვებით დასრულდა 3:1 ანგარიშით. ეს ესპანური კლუბის მე-4 ტიტულია ჩემპიონთა ლიგაში,მათ ლიგა 1992,2006,2009 და 2011 წლებში მოიგეს.

“ჭადრაკის ქართველი დედოფლები”

Filed under: წიგნიერება — სალომე ხონელიძე @ 5:20 pm

ჭადრაკი არის სამაგიდო თამაში,რომელიც სპორტის,მეცნიერებისა და ხელოვნების ელემენტებს შეიცავს.ჭადრაკის სამშობლოდ მიჩნეულია ინდოეთი,სადაც ეს თამაში 2000 წელზე მეტი ხნის წინ ჩაისახა.

სპორტის ეს სახეობა საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და საკმაო ხნის ისტორია გააჩნია.თუ სხვა სპორტში ძირითადად პატრიარქატი იგრძნობოდა,ამ სახეობაში ქართველმა ქალებმა ღირსეული ადგილი დაიკავეს და არაერთი მსოფლიო დონის გფამარჯვება მოიპოვეს.

თბილისის ქალთა პირველი ჩემპიონატი 1927 წელს გაიმართა,თუმცა სუსტი სქესის წარმომადგენლები 1956 წელს ნონა გაფრინდაშვილის გამოჩენით დაიწყო.ის 1962 წელს ქალთა შორის მსოფლიოს მე-5 ჩემპიონი გახდა.

70-იან წლებში კი უკვე გამოჩნდნენ ქართველი ხალხისთვის საამაყო ქალი მოჭადრაკეები,როგორებიც არიან: მაია ჩიბურდანიძე,ნანა ალექსანდრია,ნანა იოსელიანი და ნანა გურიელი.ქართველი ქალები 30 წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ მსოფლიო ჩემპიონის წოდებას და ჭადრაკის დედოფლის ტიტულს ერთმანეთს ეცილებოდნენ. ესენი იყვნენ ქალბატონები,რომლებმაც საქართველოს სახელი მსოფლიოს გააცნეს და სამუდამოდ ჩაეწერნენ ჭადრაკის ისტორიაში.

2011/06/22

BIG BANG – როგორ გაჩნდა სამყარო?!

Filed under: სტუდენტის გვერდი — mariamgelashvili @ 7:29 pm

როგორ გაჩნდა სამყარო? კაცობრიობის ყველაზე საინტერესო შეკითხვაზე, ძირითადად, ორი, მეცნიერული და თეოლოგიური, შეხედულება არსებობს. რელიგიას ამ კითხვაზე მარტივი პასუხი აქვს _ ყველაფერი სამყაროში, ხილული და უხილავი, და თვით სამყაროც, ღმერთმა შექმნა. მეცნიერება კი სამყაროს `დაბადებას” დიდ აფეთქებას (BIG BANG) უკავშირებს.                 `დიდი აფეთქების” კოცნეფციის თანახმად, სამყარომ არსებობა აბსოლუტური სიცარიელიდან, “ცრუ კვანტური ვაკუუმის” მდგომარეობიდან, დაიწყო. თავდაპირველად იყო  მატერია, რომლის შეკუმშვის შედეგად ვაკუუმში ტემპერატურამ მილიონობით გრადუსს მიაღწია, მოხდა აფეთქება და სამყაროში კოსმიური ელემენტები წარმოიქმნა. აფეთქება 10-43 დროის (პლანკის დრო) განმავლობაში გაგრძელდა. ამ დროში გაშლილმა სამყარომ, ფაქტობრივად, დღეისთვის არსებული ზომები მიიღო. სწორედ ეს თეორია უნდა დაადასტუროს ცერნის ექსპერიმენტმა.
საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე, ცერნში, ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ დიდი ადრონული კოლაიდერი (თჰე Lარგე Hადრონ ჩოლლიდერ), ე.წ. “დაკი” ააშენა. “დაკზე” მუშაობს 6 დეტექტორი: AALIჩE, AთLAშ, ჩMშ, LHჩB, თOთEM და  LHჩF. კოლაიდერი აჩქარებს პროტონებსა და იონებს. მეცნიერები სწავლობენ იმ პროდუქტებს, რომლებიც დამუხტული ნაწილაკების შეჯახების შედეგად წარმოიქმნება. `დაკის” მუშაობის მიზანია, კოლაიდერში დაგროვდეს ენერგია და მოხდეს მოდელირებული `დიდი აფეთქება”. პროექტმა უნდა უპასუხოს მთავარ შეკითხვას: როგორ გაჩნდა თავდაპირველ ვაკუუმში ის ენერგია, რამაც შემდგომში, აფეთქების გზით, სამყარო წარმოქმნა. მსგავსი ექსპერიმენტი აქამდე ვერ განხორციელდა, რადგან ვერ მოხერხდა დამუხტულ ნაწილაკთა თანამედროვე ამაჩქარებლებით აფეთქებისთვის საჭირო ენერგიის გამომუშავება.  დღეს კოლაიდერი 7 ტევზე მუშაობს. დანადგარში 3,5 – 3,5 ტევი სიმძლავრით დამუხტული ნაწილაკები ეჯახება ერთმანეთს. საბოლოო `აფეთქებისთვის” ენერგიამ 14 ტევს უნდა მიაღწიოს, რასაც კიდევ წლები დასჭირდება.
ცერნის ექსპერიმენტში 34 ქვეყნის 2000-მდე მეცნიერი მონაწილეობს, მათ შორის 35 ქართველია. პროექტში ჩართულია მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი. ძირითადი ჯგუფი საქართველოდან AთLAშ დეტექტორზე მუშაობს, რომელიც ჰიგსის მასის წარმომქმნელი ელემენტარული ნაწილაკებისა და ბნელი მატერიის აღმოჩენისთვისაა განკუთვნილი. ქართველ ფიზიკოსებს ჯემალ ხუბუა ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. მათი მონაწილეო¬ბა პროექტში საქართვლოს ეროვ¬ნულმა სამეცნიერო ფონდმა დაა¬ფინანსა. მეცნიერებს შორის ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი დვალიც არის. ექსპერიმენტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ის შეიძლება ნობელის პრემიის ლაურეატი გახდეს, რაც ქართველი ფიზიკოსისთვის უდიდესი მიღწე¬ვა იქნება.
ექსპერიმენტს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს თავად მეცნიერთა წრეში.  ისინი პროექტს სკეპტიკურად უყურებენ და, უფრო მეტიც, სახიფათოდ მიიჩნევენ. არსებობს  ალბათობა იმისა, რომ კოლაიდერში არაკონტროლირებადი ჯაჭვური რეაქცია განვითარდეს, რამაც არა მარტო დედამიწის, არამედ მთელი სამყაროს დაღუპვა გამოიწვიოს. მეცნიერები “შავი ხვრელის” გაჩენის საფრთხეზეც საუბრობენ. ექსპერიმენტის შედეგად შესაძლოა, სივრცულ-დროითი `დამახინჯებები” გაჩნდეს და საქმე დროის მანქანის შექმნის შესაძლებლობამდეც კი მივიდეს, თუმცა როგორც ექსპერიმენტში მონაწილე მეცნიერები ამბობენ,  სამყარო არანაირი საფრთხის ქვეშ არ არის, რადგან ყველაფერი  ზუსტადაა გათვლილი. ცერნის პროექტი ტექნიკური გაუმართაობის გამო ერთხელ  შეჩერდა. 2008 წლის 19 სექტემბერს კოლაიდერში დიდი დენების წარმოქმნამ კონტაქტების დნობა და ჰელიუმის დუღილი გამოიწვია, მაგრამ “დაკმა” მუშაობა მალევე განაახლა.
მეცნიერება და რელიგია ბევრ საკითხში თანხმდება. რელიგია იზიარებს მეცნიერების შეხედულებებს კოსმოსზე, ვარსკვლავებზე, სხვა პლანეტებზე, ეთანხმება გრავიტაციის, ფარდობითობის თეორიებს, მაგრამ სამყაროს შექმნის საკითხი მეცნიერებისა და რელიგიის მარადიული დაპირისპირების საგანია. მეცნიერული თეორიის მიხედვით, ყველაფერი რაღაც მატერიისგან იწყება, რომლის წარმოშობასაც მეცნიერება ვერ ხსნის, რელიგია კი ამბობს, რომ შეუძლებელია, შემთხვევითი აფეთქებიდან ასეთი მოწესრიგებული სამყარო შექმნილიყო თავისი კანონზომიერებებითა და მრავალფეროვნებით, წყლითა და ჰაერით, ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებით, ციური სხეულებით, ათასობით ცოცხალი არსებით… ადამიანით! მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პირველად იყო მატერია, სამყაროს შექმნაზე თეოლოგიური კონცეფციის თანახმად კი `პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი~…

2011/06/07

უნივერსიტეტის `სხვენში

Filed under: სტუდენტის გვერდი,წიგნიერება — ნიკა ლუაშვილი @ 6:52 pm

ყველა სტუდენტს, ვისაც ნიჭი და სურვილი აქვს, შეუძლია უნივერსიტეტში უფასოდ დაეუფლოს მსახიობის ოსტატობას.
იყო პერიოდი, როდესაც, სხვადასხვა მიზეზების გამო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრი არ ფუნქციონირებდა. 2007 წელს იგი  სტუდენტური თვითმართველობის მიერ განახლდა.
დღეს თსუ-ს თეატრალურ დასში 25 წევრია, რომელთაც ყოველ 6 თვეში ჩატარებული კასტინგის შედეგად რეჟისორი გოგი გომურაშვილი ირჩევს. იგი ათი წელია, რაც უნივერსიტეტში სტუდენტებთან მუშაობს,  სწორედ მან დაარქვა თსუ-ს დასს “სხვენი”. ,,უნივერსიტეტში რომ მოვედი,  მაშინდელი თეატრის ხელმძღვანელი თენგიზ ყურაშვილი იყო, რომელმაც  ზევით სხვენში მოგვცა რაღაც დარბაზი. მერე ეგ ოთახი ჩვენი ხელით მოვრთეთ, თუმცა ახლაც სხვენში არ ვართ?! იმ პერიოდში გაიხსნა  რუსთაველის სარდაფი, ვაკის სარდაფი, თეატრის სახლი და სხვ. ჩვენ გადავწყვიტეთ “სხვენი” დაგვერქვა, მერე მარჯანიშვილის თეატრმაც მოგვბაძა.”
უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ხარჟავანიძე აღნიშნავს, რომ თსუ-ს დასს არანაირი პრობლემა არ აქვს და ყველაფრით ეხმარებიან, რაც მათ სჭირდებათ. ,,თვეში ერთხელ ვსტუმრობ თეატრს და ვიგებ, რა პრობლემები აქვთ და რა სჭირდებათ. დღეს უნივერსიტეტის დასი ძალიან პოპულარულია და ვფიქრობ, წინ მივდივართ. დასს აფინანსებენ კულტური¬სა და სპორტის ცენტრი და თვითმართველობა. ჩვენ ახლა აქტიურ ურთიერთობებს ვიწყებთ სხვა თეატრებთან. ვაპირებთ, უფრო გავფართოვდეთ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაგვიცნოს. გვინდა, რომ თეატრებს  მოველაპარაკოთ, რექტორს გავესაუბროთ, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თეატრალური გზა გავუხსნათ სტუდენტებს,” – აღნიშნავს ბატონი  ირაკლი.
პრობლემა მაინც არსებობს. მაგალითად ის, რომ სტუდენტებს სარეპეტიციო დარბაზი არ აქვთ. გოგი გომურაშვილი ამბობს: ,,სტუდენტები ძალიან მონდომებულად მუშაობენ, რაც შეუძლიათ აკეთებენ, მაგრამ ოთახის პრობლემა აქვთ, სადაც შევიკრიბებით და ვიმუშავებთ.  ეს პატარა ოთახი, სადაც ჩვენ ვართ, ჩვენთვის იდეალურია, მაგრამ აქ სხვებიც შემოდიან და ვერ ვახერხებთ მუშაობას. ახლა, ალბათ, მალე გადაწყდება ეს პრობლემა. მანამდე კი ბავშვები რეპეტიციისთვის ხან სახლში მიმყავს, ხან ჩემს მეორე სამსახურში. თვითმმართველობა სხვა მხრივ ყველაფერში ხელს გვიწყობს, რაც გვჭირდება ყველაფერს გვაძლევს. ადრე ასე არ გვეხმარებოდნენ.”
უნივერსიტეტის დასში მუშობით მსახიობი სტუდენტებიც კმაყოფილები არიან. ისინი ძირითადად  პანტომიმისა და დრამის ჟანრში მონაწილეობენ. მე-3 კურსის ერთ-ერთი სტუდენტი ბესო ბახტაძე, რომელიც უკვე 2 წელია, თსუ-ს დასშია,  ,,სხვენს” მის მეორე სახლად მიიჩნევს და იმედი აქვს, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მსახიობის კარიერას გააგრძელებს.
ყველა ღონისძიება, რაც კი უნივერსიტეტში ტარდება, უფასოა. თსუ-ს სპექტაკლის მაყურებელი უნივერიტეტის საზოგადოება, ლექტორები, სტუდენტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან. თუმცა სტუდენტები წუხან, რომ არ იციან, როდის რა სპექტაკლი იდგმება, არც უნივერსიტეტში გამოკრულ განცხადებებს აქცევენ ყურადღებას. ამიტომ მათ უმრავლესობას მაინც ურჩევნია, ბილეთში ფული გადაიხადოს და მარჯანიშვილის, რუსთაველის ან სხვა რომელიმე თეატრს ესტუმროს.

2011/06/03

BIG BANG – როგორ გაჩნდა სამყარო?!

Filed under: მოდელირებული სამყარო — ანა აბულაშვილი @ 5:03 pm

როგორ გაჩნდა სამყარო? კაცობრიობის ყველაზე საინტერესო შეკითხვაზე, ძირითადად, ორი, მეცნიერული და თეოლოგიური, შეხედულება არსებობს. რელიგიას ამ კითხვაზე მარტივი პასუხი აქვს – ყველაფერი სამყაროში, ხილული და უხილავი, და თვით სამყაროც, ღმერთმა შექმნა. მეცნიერება კი სამყაროს “დაბადებას” დიდ აფეთქებას (BIG BANG) უკავშირებს.

“დიდი აფეთქების” კონცეფციის თანახმად, სამყარომ არსებობა აბსოლუტური სიცარიელიდან, “ცრუ კვანტური ვაკუუმის” მდგომარეობიდან, დაიწყო. თავდაპირველად იყო მატერია, რომლის შეკუმშვის შედეგად ვაკუუმში ტემპერატურამ მილიონობით გრადუსს მიაღწია, მოხდა აფეთქება და სამყაროში კოსმიური ელემენტები წარმოიქმნა. აფეთქება 10 -43 დროის (პლანკის დრო) განმავლობში გაგრძელდა. ამ დროში გაშლილმა სამყარომ, ფაქტობრივად დღეისთვის არსებული ზომები მიიღო. სწორედ ეს თეორია უნდა დაადასტუროს ცერნის ექსპერიმენტმა.

საფრანგეთისა და შვეიცრიის საზღვარზე, ცერნში, ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ დიდი ადრონული კოლაიდერი (The large Hadron Collider) ე.წ. “დაკი” ააშენა. “დაკზე” მუშოაბს 6 დეტექტორი: ALICE, ATLAS, CMS, LHCB, TOTEM და LHCF. კოლაიდერი აჩქარებს პროტონებსა და იონებს. მეცნიერები სწავლობენ იმ პროდუქტებს, რომლებიც დამუხტული ნაწილაკების შეჯახების შედეგად წარმოიქმნება. “დაკის” მუშაობის მიზანია, კოლაიდერში დაგროვდეს ენერგია და მოხდეს მოდელირებული “დიდი აფეთქება”. პროექტმა უნდა უპასუხოს მთავარ შეკითხვას: როგორ გაჩნდა თავდაპირველ ვაკუუმში ის ენერგია, რამაც შემდგომში, აფეთქბეის გზით, სამყარო წარმოქმნა. მსგავსი ექსპერიმენტი აქამდე ვერ განხორციელდა, რადგან ვერ მოხერხდა დამუხტულ ნაწილაკთა თანამედროვე ამაჩქარებლებით აფეთქებისთვის საჭირო ენერგიის გამომუშავება. დღეს კოლაიდერი 7 ტევზე მუშაობს. დანადგარში 3,5 – 3,5 ტევი სიმძლავრით დამუხტული ნაწილაკები ეჯახება ერთმანეთს. საბოლოო “აფეთქებისათვის” ენერგიამ 14 ტევს უნდა მიაღწიოს, რასაც კიდევ წლები დასჭირდება.

ცერნის ექსპერიმენტში 34 ქვეყნის 2000-მდე მეცნიერი მონაწილეობს, მათ შორის 35 ქართველია. პროექტში ჩართულია მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი. ძირითადად ჯგუფი საქართველოდან ATLAS დეტექტორზე მუშოაბს, რომელიც ჰიგსის მასის წარმომქმნელი ელემენტარული ნაწილაკებისა და ბნელი მატერიის აღმოჩენისთვისაა განკუთვნილი. ქართველ ფიზიკოსებს ჯემალ ხუბუა ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. მათი მონაწილეობა პროექტში საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა. მეცნიერებს შორის ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი დვალიც არის. ექსპერიმეტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ის შეიძლება ნობელის პრემიის ლაურეატი გახდეს, რაც ქართველი ფიზიკოსისათვის უდიდესი მიღწევა იქნება.

ექსპერიმენტს მოწინააღმდეგებიც ჰყავს თავად მეცნიერთა წრეში. ისინი პროექტს სკეპტიკურად უყურებენ და, უფრო მეტიც, სახიფათოდ მიიჩნევენ. არსებობს ალბათობა იმისა, რომ კოლაიდერში არაკონტროლირებადი ჯაჭვური რეაქცია განვითარდეს, რამაც არა მარტო დედამიწის, არამედ მთელი სამყაროს დაღუპვა გამოიწვიოს. მეცნიერები “შავი ხვრელის” გაჩენის საფრთხეზეც საუბრობენ. ექსპერიმენტის შედეგად შესაძლოა, სივრცულ-დროითი “დამახინჯებები” გაჩნდეს და საქმე დროის მანქანის შექმნის შესაძლებლობამდეც კი მივიდეს, თუმცა როგორც ექსპერიმენტში მონაწილე მეცნიერები ამბობენ, სამყარო არანაირი საფრთხის ქვეშ არ არის, რადგან ყველაფერი ზუსტადაა გათვლილი. ცერნის პროექტი ტექნიკური გაუმართაობის გამო ერთხელ შეჩერდა. 2008 წლის 19 სექტემბერს კოლაიდერში დიდი დენების წარმოქმნამ კონტაქტების დნობა და ჰელიუმის დუღილი გამოიწვია, მაგრამ “დაკმა” მუშაობა მალევე განაახლა.

მეცნიერება და რელიგია ბევრ საკითხში თანხმდება. რელიგია იზიარებს მეცნიერების შეხედულებებს კოსმოსზე, ვარსკვლავებზე, ფარდობითობის თეორიებს, მაგრამ სამყაროს შექმნის საკითხი მეცნიერებისა და რელიგიის მარადიული დაპირისპირების საგანია. მეცნიერული თეორიის მიხედვით, ყველაფერი რაღაც მატერიისგან იწყება, რომლის წარმოშობასაც მეცნიერება ვერ ხსნის, რელიგია კი ამბობს, რომ შეუძლებელია, შემთხვევითი აფეთქებიდან ასეთი მოწესრიგებული სამყარო შექმნილიყო თავისი კანონზომიერებითა და მრავალფეროვნებით, წყლითა და ჰაერით, ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებით, ციური სხეულებით, ათასობით ცოცხალი არსებით…ადამიანით! მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პირველად იყო მატერია, სამყაროს შექმნაზე თეოლოგიური კონცეფციის თანახმად კი “პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი”…

2011/05/24

რატომ უნდა ვიცოდეთ მანქანის მართვა ?

Filed under: წიგნიერება — მედეა ბაინდურაშვილი @ 10:22 am

რატომ უნდა ვიცოდეთ მანქანის მართვა ?

ხატია ჯინჭარაძე

           ერთისთვის პროფესია.

მეორესთვის ჰობი.

სტატია კი მათთვის,ვისთვისაც მანქანის მართვა უცხო ხილად რჩებაიმიტომ,რომ სწავლას დრო სჭირდება,21 საუკუნეა და საზოგადოებრივი ტრასსპორტი არსებობს.გეშინიათ ან გეზარებათ.ფიქრობთ,რომ ამის ცოდნა არაფერში გამოგადგებათ.გგონიათ,მართვის მოწმობა იმდენად რთული ასაღებია,რომ ამაზე ფიქრს თავი უნდა დაანებოთ,ერთი სიტყვით,როცა რაღაც არ გინდა, მიზეზს რა გამოგილევს,მაგრამ იმას მაინც ნუ ჩათვლით,რომ ამის სწავლაში დრო ფუჭადაა დახარჯული,რადგან აუცილებლად გამოგადგებათ,როცა:

*აგარაკზე ხართ,უცებ საყვარელი ადამიანი ავად გახდა.თქვენ ერთადერთი ხართ,ვინც მას საავადმყოფომდე მიიყვანს.

*მამას აეროპორტში აგვიანდება ტაქსი კი იგვიანებს.

*საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომი არაა (განსაკუთრებით თუ ქალაქგარეთ იმყოფებით).

*ისე შორს ხართ სამსახურიდან,რომტაქსში უფრო მეტს ხარჯავთ,ვიდრე საკუთარი მანქანით სიარულისას.

*ამიტომ ვისაც გეზარებათ მანქანის მართვის სწავლა,პირველ რიგში შეგახსენებთ,რომ სიზარმაცე მავნე ჩვევაა და,როგორც ყველა სხვა ჩვევისაგან,სჯობს მისგანაც გათავისუფლდეთ.მშიშრებს დაგამშვიდებთ და გეტყვით,რომ შიში დაძლევადია და თანარც არც თუ ისე რთულად,ხოლო როგორ,ამას ჩემი ნაცნობი მარი კელაპრიშვილი გვეტყვის.

,,მალე მართვის მოწმობას ავიღებ.ცოტა მეშინია პრაქტიკული გამოცდის,თუმცა ეგ არაფერი,გადავლახავ.თავიდან მანქანის მართვისაც მეშინოდა.ვნარვიულობდი საჭესთან რომ ვჯდებოდი,ვკანკალებდი,მაგრამ კონცენტრირებას მაინც ვცდილობდი.საერთოდ მასინ გეშინია,როცა რაღაცას პირველად აკეთებ და საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხარ.ეს ადრე თუ გვიან უნდა დაძლიო.იმაზე კი არ უნდა იფიქრო,რომ აუცილებლად ცუდად გამოგივა და რაღაას გააფუჭებ,პირიქით.დადებითად უნდა განეწყო.მერე ნელა დაძლევ.მართლა მოგეწონებათ.ძალიან კარგი გრძნობაა,როცა ხვდები,რომ რაღაცას მართავ ანუ შენს განკარგულებაშია.შიში ნელნელა გაქრება და კიდევ ერთხელ მოგინდება გამეორება.

მერე კიდევ,კიდევ,კიდევ და ამასობაში ისე შეეჩვევი,შენც გაგიკვირდება,,.

მოუცლელებს მოგახსენებთ,რომროგორც ავტოსკოლაში მითხრეს,მანქანის მართვის შესწავლას არც ისე დიდი დრო სჭირდება.მთავარი მონდომებაა,რომელიც სამ გაკვეთილში უნდა გამოავლინოთ,ახალბედა მძღოლებს კი შემდეგს ურჩევენ:

* აარიდეთ თავი ძნელ მანევრებს.

*არ იმგზავროთ შუაღამის მერე.

*არ დალიოთ არცერთი წვეთი საჭესთან.

*ყოველთვის გამოიყენეთ უსაფრთხოების ღვედი.

*საჭესთან ნუ მოწევთ სიგარეტს და ნუ ისაუბრებთ მობილურზე.

*ნუ იქნებით აგრესიული მძღოლი სხვა მძღოლების მიმართ.

რაც შეეხება მართვის მოწმობის აღებას,წინ ორი გამოცდა გელით,თეორიული კომპიუტერთან და პრაქტიკული ინსტრუქტორთან.თეორიული ნაწილის სწავლა დამოუკიდებლადაა შესაძლებელი და არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენს,მაგრამ დამერწმუნეთ,გარკვეული ტიპის დაბრკოლების გადალახვა ღირს.ჯერ ერთი იმიომ ,რომ ანქანის მართვის უფლება კანონით მოგენიჭება და მეორეც იმიტომ ,რომ იმ წუთს,როცა საკუთარ მართვის მოწმობას გადმოგცემენ,გგონია.ერთი გასროლით მოარტყამ ათიანში,მიუხედავად იმისა,რომ მშვილდი ხელში ცხოვრებაში არ გჭერია,გაფრინდები კოსმოსში,დაიპრობ ჯომოლუნგმას,შეცვლი მთელ სამყაროს და აიხდენ ყველა ოცნებას.განიცადეთ,მაგარი გრძნობაა.

სანამ გუგულის ბუდეს გადავუფრენ

Filed under: პრობლემა — მარი იმერლიშვილი @ 8:00 am

” თქვენ ტირით, როდესაც უყურებტ ფილმს ” ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”, მეორე დრესვე კი სწორედ ისეტსავე ადამიანებს უხესად უწოდებტ გიჟს და ცხოვრებისგან უბოდიშოდ გარიყავთ”. ეს სიტყვები 25 წლის მამაკაცს ეკუთვნის, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო, ბვინაობის გამხელა არ სურს.
“ასაკით პატარა ვარ,მაგრამ საკმაოდ სტაჟიანი “ავადმყოფობის ისტორია” მაქვს.ამაზე საუბარი საერთოდ არ მიყვარს. ბავშვობიდან დადძაბული ურთიერთობა მქონდა მშობლებთან და როგორც ხდება ხოლმე, მეც ნარკოტიკს შევაფარე თავი.ამით გავექეცი რეალობას, ყოველ შემთხვევასი მაშინ ასე მეგონა.მანამდე მქონდა თავის ქალის ტრავმა,ნარკოტიკულმა საშუალებებმა უფრო გაამწვავა მდგომარეობა.აგრესიული გავხდი.ოჯახის წევრებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ვაყენებდი.თავს ვერ ვაკონტროლებდი. ეტყობა, ვეღარ მოითმინეს და ასათიანის ფსიქიატრიულში დამაწვინეს.მაშინ იძულებითი მკურნალობა ჯერ კიდევ ძალაში იყო.არ ვამბობ, რომ უსამართლოდ მომექცნენ, მაგრამ საავადმყოპოში ყოფნა მარტლა საშინელება იყო.ისეთ პირობებს ნორმალური ადამიანიც ვერ გაუძლებდა.ხშირად ვფიქრობ, კლინიკაში რომ არ მემკურნალა, შეიცვლებოდა რამე? ეს საკმარისი არმოჩნდა იმისთვის, რომ დამეკარგა ახლობლები,მეგობრები.ასათიანიდან გამოსვლის შემდეგ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისა და გავრცელების ბრალდებით დამიჭირეს. ჯერ ციხეში ვიყავი,სასამართლოს სემდეგ კი იძულებითი მკურნალობა მომისაჯეს ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. იქ ექვსი თვე გავატარე. მე გამიმართლა, ოჯახს არ მივუტოვებივარ, მაგრამ იქ ბევრი ისეთც იყო,  ვინც მიატოვეს, ახლობლები არცკი აკითხავდნენ. ახლა სახლში ვარ, წამლებს რეგულარულად ვიღებ, ურთიერთობების მოგვარებას ვცდილობ, თუმცა ” გიჟის” იარლიყით ეს ძალიან რთულია”
ფსიქიატრიული რეზერვაციები
“ერთი ღერი სიგარეტი ხომ არ გაქვს?” –პირველად ამ დროს ნანობ, რომ   არ ეწევი. ამ კითხვას ასათიანის 10 ნომერში არსებული ფსიქიატრიული კლინიკის ეზოსი ბევრი დაგისვამთ.
ფსიქიატრიული კლინიკა, ნაცრისფერი, უსიცოცხლო სენობები, გისოსებიანი ფანჯრები. ამ გარემოსი მკურნალობენ ფსიქიატრიულად დაავადებულ ადამიანებს.
მიუხედავად იმისა რომ ფსიქიატრიის საბჭოთა კავსირის  დროინდელმა სისტემამ ნგრევა დიდი ხნის წინ დაიწყო, ქართულ საავადმყოფოებში დრემდე  მკურნალობის ძველ მეთოდებს იყენებენ.მკურნალობას ჩვენ ვუწოდებთ თორემ სინამდვილეში ეს პაციენტის რეაქციის ჩახშობა უფროა, რასაც ხშირად “დამსვიდებასაც” უწოდებენ. ყველა მოქმედი  სახელმწიფო ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტს თითქმის ერთადერთი მეთოდის სახიტ  მედიკამენტებით მკურნალობას სთავაზობს. აგზნებული პაციენტის დამშვიდებას პრეპარატების ზედოზირებიტ ცდილობენ.ძლიერმოქმედი მედიკამენტების სისტემატური გამოყენება გავლენას ახდენს პაციენტის ფსიქიკაზე. ისინი ნელნელა კარგავენ საჭირო უნარ ჩვევებ, დამოკიდებულები ხდებიან პრეპარატზე და გამოსვლის შემთხვევაში უჭირტ საზოგადოებასტან ინტეგრირება.
ფსიქიატრიის ასეტ სისტემას სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი დამფინანსება და ბიუჯეტის არაეფექტური განაწილება ამყარებს. გამოყოფილი თანხიდან ძირითადი ნაწილი ამბოლატორიულ  და სტაციონარულ მომსახურებას ხმარდება, მაშინ როცა რეაბილიტაციის სისტემაზე მიზერული თანხა იხარჯება. თანამედროვე სისტემაზე გადასვლისათვის, სადაც ცენტრალური ადგილი რეაბილიტაციურ მკურნალობას უჭირავს. არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო იჩენენ ინიციატივას, ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურები. სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების თანამონაწილეობიტა და სახალხო დამცველის ინიციატივით ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში შეიქმნა ადამიანის უფლებათა საზოგადოებრივი მონიტორინგი.

Next Page »

The Rubric Theme. Create a free website or blog at WordPress.com.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.